ლაამ-ი

ლაამ-ი
(ლევო-ალფა აცეტილ მეტადოლი) სინთეზური ოპიოიდია. მეტადონის მსგავსად, ლაამ-ი ამუხრუჭებს ოპიოიდებისადმი მიდრეკილებას და მათი მოხსნის ეფექტებს. ლაამ-ი ძალიან ნელა შეიწოვება, ამგვარად პაციენტებს ესაჭიროებათ მისი მიღება 48 ან 72 საათის შუალედებით, მაშინ როდესაც მეტადონი მიიღება ყოველდღიურად. ლაამ-ს ასევე ახასიათებს მოქმედების შენელებული დასაწყისი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთებს შეიძლება აღენიშნებოდეს მოხსნის ეფექტი. ამ ეფექტის კომპენსირებისათვის შესაძლებელია ლაამ-ისა და მეტადონის ერთდროული მიღება მანამ, სანამ ლაამ-ი არ მაღწევს მეტადონის შეწყვეტისათვის საკმარის დონეს.
Source: მეტადონის შესახებ : [საინფ. ბროშურა] - მე-2 გამოც. - [თბ., 2006]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»